დილმუნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დილმუნი(შუმერ.) მითოლოგიაში კუნძული, რომელიც ტრადიციით ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარეობს („დილმუნის მხარე, სადაც მზე ამოდის“).

ერთ აშურულ ტექსტში ნათქვამია, რომ დილმუნის მეფე „ცხოვრობს თევზივით ოცდაათი ბერუს მიღმა, აღმოსავლეთის ზღვის შუაგულში“. შუმერულ ტექსტებში დალმუნი მოიხსენიება საუკეთესო ფინიკის სამშობლოდ. დალმუნი არის „წმიდა“ და „უბიწო“ ადგილი, სადაც თავდაპირველად მკვიდრობდნენ მტკნარი წყლების ბატონი ენქი და მისი ღვთაებრივი ცალი ნინხურსანგა. დილმუნის ყოფით აღბეჭდილია ამქვეყნიური სამოთხის ნიშნებით: „დილმუნში ყორანი არ ყრანტალებდა, დილმუნში ყვავი არ ჩხაოდა, ლომი არავის მოაკვდინებდა, მგელი ბატკანს არ იტაცებდა, ძაღლი თიკნის გამგლეჯი, არ უწყოდნენ, ტახი, ხორბლის მჭამელი, არ უწყოდნენ, დილმუნში ქვრივ-ობოლი არ იპოებოდა...“.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები