დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება || დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაცია – Dimitri Uznadze Georgian Psychological Society,- Общество психологов Грузии имени Дмитрия Узнадзе, Грузинское психологическое общество им. Дмитрия Узнадзе.

საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების ლოგო

1927 წელს დიმიტრი უზნაძის მიერ დაარსებული არასამთავრობო არაკომერციული არაპოლიტიკური კავშირი. მრავალი წლის განმავლობაში ეს იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთადერთი ასეთი საზოგადოება. მოწყობილი აქვს მრავალი კონფერენცია (უკანასკნელი იყო 2013 წლის საერთაშორისო კონფერენცია, მიძღვნილი დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის 70 წლისთავისადმი). მისი ბაზა ჯერ ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო, შემდეგ დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტი.

საზოგადოების სამეცნიერო ჟურნალია

`საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე» (Journal of Georgian Psychology), რომელიც 1960 წლიდან გამოიცემა.

საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების მიერაა შექმნილი წინამდებარე ენციკლოპედიური ლექსიკონიც –

დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. ამჟამად საზოგადოების თავმჯდომარეა ირაკლი იმედაძე, თავმჯომარის მოადგილეა ზურაბ ვახანია, ხოლო დირექტორია თეა გოგოტიშვილი.

საზოგადოების ლოგო ორი ნიშანხატისგან შედგება: ერთია ბერძნული ასო «ფსი», რომელიც ფსიქოლოგიის საერთაშორისო ემბლემაა; მეორეა უძველესი ქართული ბორჯღალი – მზის, სიცოცხლის, მარადიული მოძრაობის ნიშანხატი.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები