დიოფიზიტობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიოფიზიტობა - (ბერძ. dyo და physis "ორი" და "ბუნება") ქრისტეს ორბუნებრიობა, მართლმადიდებლური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც იესო ქრისტე არის სრული ღმერთი და სრული კაცი.

ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, მას შემდეგ, რაც ახალი რელიგიის დევნა შეწყდა, დაიწყო თეოლოგიური დისკუსიები ძირითადი დოგმების განმარტების შესახებ, როგორებიცაა, მაგალითად, ღმერთის სამერთიანობა და ქრისტეს ბუნება. არიოზი მიიჩნევდა, რომ ქრისტე მხოლოდ მამა ღმერთის მსგავსი იყო და არა მისი ღვთაებრივი ბუნების თანასწორი. ამ მოსაზრების წინააღმდეგ გამოვიდა ნიკეის საეკლესიო კრება (325 წ.), რომელმაც ქრისტეს ღვთაებრიობა და მამა ღმერთთან მისი თანაარსობა გამოაცხადა. მოგვიანებით ნესტორი ქრისტეში ორ პირს აღიარებდა: ღვთაებრივსა და ადამიანურს. მას დაუპირისპირდა ეფესოში გამართული საეკლესიო კრება (431 წ.), რომელმაც ქრისტეში ღვთაებრივი პირის ერთადერთობა გამოაცხადა. ნესტორის საპირისპიროდ, ევთიკე ქრისტეში ღვთაებრივ და ადამიანურ ბუნებებს განასხვავებდა. მისი მოსაზრება უარყო 454 წელს ქალკედონიაში გამართულმა საეკლესიო კრებამ, რომელმაც დაგმო მონოფიზიტური სწავლება და გამოაცხადა, რომ ქრისტეში ერთი პირი და ორი - ღვთაებრივი და ადამიანური - ბუნებაა გაერთიანებული.





წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.;
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები