დოდაშვილი-მაღაროელი ოლგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დოდაშვილი-მაღაროელი ოლგა ვასილის ასული (1880, დუშეთი - ?) - იყო კოლეგიის მრჩევლის ქალიშვილი.


1898 წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელი. ამის შემდეგ შევიდა ამავე სასწავლებლის VIII კლასის ორწლიან კურსზე, რომლის წარჩინებით დასრულების შემდეგ მიიღო კერძო მასწავლებლის წოდება რუსულ, მშობლიურ ენასა და ღვთისმეტყველებაში. იყო კარგი პედაგოგი და მამულიშვილი, 1918 წლის ივლისში განათლების სამინისტროს დაბალი სასწავლებლის გამგეს გ. ჭუმბურიძეს მან ასეთი შინაარსის თხოვნა წარუდგინა: „უმორჩილესად გთხოვთ დამნიშნოთ თბილისის რკინისგზის დაბალ სასწავლებლის მასწავლებლის ადგილზე. მე გავათავე ქუთაისის ქალთა გიმნაზია, 4 წლის განმავლობაში ვმასწავლებლობდი ქუთაისის კერძო დაბალ სასწავლებელში, ხოლო ათი წელი ბაქოს საბჭოს სხდომის ნავთის მრეწველობის სკოლაში. გამოცხადდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა, გამოვეშურე სამშობლოსაკენ, რათა აქ მემსახურა ჩემი ერის საკეთილდღეოდ“. მთავარგამგემ, როგორც გამოცდილმა მასწავლებელმა, მას რეკომენდაცია მისცა, დანიშნულიყო შესაბამის ადგილზე. (დოდო ჭუმბურიძე)


ლიტერატურა

სცსა, ფ. 1935, აღწ. 2, საქ. 353.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები