დოიჯაშვილი მანანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანანა დოიჯაშვილი

დოიჯაშვილი მანანა ლევანის ასული - (5. XI. 1947, თბილისი), პიანისტი და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1989), ჯ. ენესკუს სახელობის V საერთაშორისო კონკურსის (ბუქარესტი 19 70), ბ. სმეტანას სახელობის საერთაშორისო კონკურსის (ჰრადეც-კრალოვე 1974), ავსტრალიის I საერთაშორისო კონკურსის (სიდნეი, 1977) ლაურეატი.

1971 დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის 1973 – ასპირანტურა (პროფ. თ. ამირეჯიბის ხელმძღვანელობით.) – 1973-იდან კონსერვატორიის პედაგოგია (1994-იდან პროფესორი), 1965-დან სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი. დოიჯაშვილის შესრულებისათვის დამახასიათებელია, მაშტაბურობა, ნაფიტი მუსიკალური გემოვნება, არტისტული ტემპერამენტი. მის რეპერტუარში წარმოდგენილია სხვადასხვა ეპოქისა და განსხვავებული სტილის მუსიკალური ნაწარმოებები. დოიჯაშვილი ქართველ კომპოზიტორთა რიგი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელია. 1997-იდან თბილისის კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზის გენერალური დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელია, საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა და პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების დამფუძნებელია. 2000 ოქტომბრიდან თბილისის კონსერვატორიის რექტორი. 2003 დაჯილდოვდა ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიით.

გ. ტორაძე


იხილე აგრეთვე

მანანა დოიჯაშვილი

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები