დოლაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დოლაჲ (ბალყ.-ყარაჩ. Долай) – მსხვილფეხა რქოსანი საქონლისა და კარაქის დღვების მფარველი სული ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. კარაქის დღვების პროცესში მის სახელს ხშირად ახსენებდნენ:

ოჲ, დოლაჲ, დოლაჲ, გოლ-დოლაჲ,
მოგულა აცალე დოლაჲს,
გოლლუს დღეობაზე კარაქოვან დოლაჲს.
ძროხების ღმერთი ხარ დოლაჲ,
თუ იდღვებები, ჩადი ტიკში,
დოლაჲ, დოლაჲ,
ოჲ, აი ასეთია დოლაჲ,
აი, ასეთია ტიკი,
თუ იდღვებები, ჩადი ტიკში,
შენში შავი ძროხის კარაქია,
გარეთ კი წითელი თხის კუჭი.

დოლაჲს სწირავდნენ კარაქს, რომელსაც ტიკის ყელიდან დიდი თითით იღებდნენ და ძროხებს შემდეგი სიტყვებით უგდებდნენ: „აი, დოლაჲ, აიღე შენი წილი“ (Маб ал Долай юлюшюнгю).


ლიტერატურა

Каракетов М. Д. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები