დოლმენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დოლმენი ირლანდიაში

დოლმენი - უძველესი მეგალითური სამარხი ნაგებობა, საცხოვრისი ან სამარხი, ნაგებობა, რომელიც წარმოადგენს ვერტიკალურად დაყენებულ ქვის რამდენიმე დიდი ფილით შემოფარგლულ და მასიური ჰორიზონტალური ფილით გადახურულ სათავსს. შენდებოდა ბრინჯაოს და რკინის ხანაში. არქეოლოგების აზრით დოლმენი ძირითადად ტომის ბელადის პრიმიტიულ საცხოვრებელს წარმოადგენდა. დოლმენები საქართველოში ძირითადად აღმოჩენილია აფხაზეთში: (აჭანდარაში, ეშერაში, ოთხარაში, ფსხუმში.) ყველა ეკუთვნის ძვ. წ.აღ. III-II ათასწლეულებს; თბილისში დოლმენი არის გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

სარჩევი

დოლმენები აფხაზეთში

ქვედა ეშერაში, კიურ-დერეს დასახლებაში, გამოვლენილია ადრებრინჯაოს ხანის დოლმენების ჯგუფი. პირველი დოლმენის ზომები: 2,1X2,93X3,68მ. ინვენტარი: ბრინჯაოს სფერული ღილები, კასრისებური მძივები, სფერული ფორმის საკინძი, სპირალური სამაჯურის ფრაგმენტი; მოწითალო და მოშავო ფერის ჭურჭლის ნატეხები (კუფტინი 1949ა: 266-268).

მეორე დოლმენი გაძარცულია. ზომები: 2,5X2,55X2,02 მ. ინვენტარიდან შემორჩენილია ბრინჯაოს შუბისპირი (კუფტინი 1949ა: 272, 273).

მესამე დოლმენის ინვენტარი: ბრინჯაოს ცული, ანკესი, შუბისპირები, მძივები, მოწითალო კეცის ჭურჭელი (კუფტინი 1949ა: 276-277).

აფხაზეთის დოლმენები

მეოთხე დოლმენში გამოვლინდა: სპილენძის ცული, ფირფიტები, კასრისებური და მრგვალი მძივები, საკიდი, სპირალური საყურეები, სფერული ღილები, მოწითალო ფერის ჭურჭლის ფრაგმენტები (კუფტინი 1949ა: 269-270).

მეხუთე დოლმენში აღმოჩნდა: ბრინჯაოს შუბისპირი, სარტყელი, ბიკონუსური მძივები, საკიდები, თიხის ჭურჭელი (ჯაფარიძე 1959: 79-92).

მეექვსე დოლმენის ინვენტარი: ბრინჯაოს შუბისპირი, კაჟის ისრისპირები, თიხის კვირისტავი, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. დოლმენი თარიღდება ძვ. წ. 2400-2200 წწ. (ჯაფარიძე 1959: 95-100).

დოლმენი ბედიაში

არქეოლოგიური დაზვერვების შედეგად სოფ. ბედიასთან დაფიქსირებულია პალეოლითური ხანის სადგომის ნაშთი (ვორონოვი 1969: 16), ადრებრინჯაოს ხანის დოლმენი (ივაშჩენკო 1935: 14).



წყარო

იხილე აგრეთვე

აფხაზეთის დოლმენები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები