დოლუხანოვი პავლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დოლუხანოვი პავლე (1870(?), ტფილისი - ?) - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. სომეხთა ნაციონალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

უმაღლესი იურიდიული განათლება მოსკოვის უნივერსიტეტში მიიღო. თბილისში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ნაფიც ვექილად. იყო ჩართული აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში.

1918 წლის ოქტომბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ სომეხთათვის გამოყოფილი კვოტით შევიდა პარლამენტში. პარლამენტში იყო სომეხთა ნაციონალისტური ფრაქციის მდივანი.

სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119, 127;
  • გაზ. „ერთობა“, 1918, №207.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები