დომინიკის რესპუბლიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროშა

დომინიკის რესპუბლიკა - (Republica Dominicana), სახელმწიფო რომელიც მდებარეობს კუნძულ ჰაიტის ნაწილსა და დიდი ანტილის კუნძულთა ჯგუფის რამდენიმე მცირე კუნძულზე, ვესტინდოეთში.

ფართობი - 48,7 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 10,2 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ესპანური.

დედაქალაქი - ქ. სანტო-დომინგო.

ადმინისტრაციულად იყოფა26 პროვინციად და დედაქალაქის ოლქად.

სახელმწიფოს და მთავრობის ხელმძღვანელია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული კონგრესი (ორპალატიანი პარლამენტი).

დომინიკის რესპუბლიკა სუსტად განვითარებული აგრარული ქვეყანაა. აწარმოებს რკინის, ნიკელის და ბოქსიტის მოპოვებას საექსპორტოდ.

საზღვაო პორტებია: სანტო-დომინგო, პუერტოპლატა, ლა-რომანა, ბარაონა.

საერთაშორისო აეროპორტი – პუერტო-კაუსედო (სანტო-დომინგო).

შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობა 24,5 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 15 ათ., სამხედრო-საჰაერო 5,5 ათ. და სამხედრო-საზღვაო 4 ათ. შეიარაღებული ძალების 40%-მდე გამოიყენება უსაფრთხოების ამოცანების შესასრულებლად. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები