დონაძე ლადო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

დონაძე ვლადიმერ (ლადო) გრიგოლის ძე - (18. III. 1905, თბილისი, – 9. XII. 1986, იქვე), მუსიკისმცოდნე და პედაგოგი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1956), პროფესორი (1956), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1958), ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1971).

1934 დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი, 1937 ლენინგრადის კონსერვატორიის ასპირანტურა (ხელმძღვანელი პროფ. რ. გრუბერი). 1937-1976 მუშაობდა თბილისის კონსერვატორიაში მის მიერვე დაარსებულ მუსიკის ისტორიის კათედრის ხელმძღვანელად. სიცოცხლის ბოლომდე იყო კათედრის პროფესორი. დონაძემ პირველმა დაამუშავა და შემოიღო როგორც სასწავლო საგანი ქართული მუსიკის ისტორიის სპეციალური კურსი. ფართო აღიარება მოიპოვა მისმა გამოკვლევამ შუბერტის სიმფონიური შემოქმედების შესახებ (1938) და მონოგრაფიამ „ზ. ფალიაშვილი“ (მოსკოვი 1957, II-1971), აგრეთვე ნარკვევებმა თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების შესახებ. დონაძის შრომები გამოირჩევა პრობლემატიკის სიღრმით, ფართო მეთოდოლოგიური საფუძვლით.

ქართული საისტორიო მუსიკისმცოდნეობის ფუძემდებელმა ღრმა კვალი დაამჩნია ამ დარგის შემდგომ განვითარებას საქართველოში, აღზარდა მრავალი მოწაფე: ა. წულუკიძე, გ. ორჯონიკიძე, ვ. გვახარია, გ. ტორაძე, ლ. გოგუა, რ. წურწუმია, მ. ქავთარაძე და სხვ.

(გ. ტორაძე)


იხილე აგრეთვე

ლადო დონაძე

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები