დოქსა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დოქსა - (ბერძ.) დიდება, რომელიც მთელი ბრწყინვალებით გამოვლენილ ღვთის დიდებას აღნიშნავს. იგი განასახიერებს ადამიანთათვის მინიჭებულ უმაღლეს ნიჭს.

დიდი დოქსოლოგია, რომელსაც წირვის დროს წარმოთქვამს ან გალობს მთელი საკრებულო. იწყება ბეთლემში ანგელოსთა გალობის სიტყვებით: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა...“ (ლუკ. 2:14). ეს ბერძნული წარმოშობის, ძალიან ძველი საგალობელია.

ქრისტიანობის პირველ საუკუნეთა აღმოსავლური დოკუმენტებით დასტურდება, რომ ამ დროს „დიდება“ უკვე იყო ჩართული ჟამთა ლიტურგიაში.

ლათინურ ეკლესიაში „დიდება“ VI საუკუნიდან გვხვდება საშობაო წირვაში. გარდა ამისა, პაპმა სიმაქემ (†514) „დიდების“ წარმოთქმა დაუწესა ეპისკოპოსებს კვირადღეებსა და მოწამეთა ხსენების დღესასწაულებზე.

IX საუკუნემდე მღვდელმსახურებს მხოლოდ ხელდასხმის დღეს და სააღდგომო ცისკრის დროს ჰქონდათ „დიდების“ წარმოთქმის უფლება. XI საუკუნიდან კი მისი გამოყენება საყოველთაო გახდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები