დროშა ხატისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროშა ხატისა

დროშა ხატისა - ქართველ მთიელთა საკრალური ნივთი. მთიელთა დღესასწაულის უმთავრესი ატრიბუტი. ხატ-ჯვარიონის დიდი სიწმინდე. ხატის დროშების აღნაგობა და შემკულობა მცირედი განსხვავებულობით ხასიათდება, იდეურად კი ერთი იდეის მატარებელნი არიან. ხატის დროშას გააჩნია მოჭრელებული და ზოგჯერ ვერცხლის დეტალებით შემკული ხის ტარი, რომელიც ბოლოვდება წვერზე წამოგებული ჯვრით ან უიმისოდ. დროშაზე შებმულია პატარა ზარ-ზანზალაკები, ხალხისაგან შეწირული ფერადი ნაჭრები. ზოგიერთ თემში დროშა დაშლილი ინახება და „დროშათ აბმას“ ხევისბერი დღესასწაულის წინ ახდენს. „დროშათ აბმა“ არის რიტუალური პროცესი,რომელსაც ხევისბერი უბრად ასრულებს. ზოგ დროშას დღესასწაულის დროს გარეთ გამოაბრძანებდნენ, ზოგს კი - არა. დროშის ამბმელ-გამომტანი კურატის სისხლით უნდა განიწმინდოს, რომ ღირსი იყოს მისთვის ხელის შეხებისა. სხვა ადამიანებს ეკრძალებათ ხატის დროშისათვის ხელის შეხება. გამზადებულ დროშას ხელოსანი „დარბასის“ კარში გამოიტანს, შემოივლის ზარების წკარუნით და იწყებს ხუცობას.



ლიტერატურა

ე. ნადირაძე, ქართული ლუდი, 2011. ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები