დუზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დუზი

დუზი — საბავშვო თამაში.

ბრტყელ ფიცარზე, ყავარზე ანდა ფურცელზე დახაზული იყო ერთმანეთში ჩასმული სამი მართკუთხედი: დიდი, საშუალო და პატარა. მართკუთხედების გვერდების ცენტრები ხაზებით ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. ყველა ეს ხაზი მოთამაშეთა მარცვლების სავალ გზებს წარმოადგენდა. ორი მონაწილე, ერთი სიმინდის, ხოლო მეორე ლობიოს ცხრა-ცხრა ცალი მარცვლით თამაშობდა. თამაშის დასაწყისში ჯერ დამწყები, შემდეგ მეორე, თანმიმდევრობით მარცვლებს ნახაზზე ხაზების კვეთაში და კუთხეებში აწყობდა. თამაშის პრინციპი შემდეგში მდგომარეობდა: რომელიმე მოთამაშეს საკუთარი სამი მარცვალი ერთ ხაზზე, ერთმანეთის მიყოლებით უნდა განელაგებინა, მეორეს კი მისთვის ხელი უნდა შეეშალა. მარცვლების დალაგების შემდგომ კუთხიდან კუთხემდე ხაზებზე მათი გადაადგილება იწყებოდა. ვინც პირველი მოახერხებდა მარცვლების ერთად განლაგებას, ანუ დუზის გაკეთებას, მოგებულიც ის რჩებოდა.


წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები