დუმბაძე ნინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნინო დუმბაძე

ნინო დუმბაძე — (დ. 23 მაისი, 1919, ოდესა — გ. 14 აპრილი, 1983, თბილისი, სსსრ), ქართველი მძლეოსანი, ბადროს ტყორცნა. XV ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1952, ჰელსინკი), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1946, 50), სსრკ რვაგზის ჩემპიონი (1939, 43, 44, 46­50), ოთხგზის მეორე (1951, 52, 54, 55) და მესამე პრიზიორი (1953), მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ჩემპიონი (1949). მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი (1948 ­ 53,25 მ; 1951 ­ 53,37 მ; 1952 ­ 57,04 მ). მისი პირადი საუკეთესო შედეგი ­ 57,04 მ ­ 1960 წლამდე მსოფლიოს რეკორდი იყო (1939, 44 და 46 წლებში ოთხჯერ აჩვენა მსოფლიოს რეკორდზე უკეთესი შედეგი. იმ წლებში სსრკ მძლეოსნობის ფედერაცია არ იყო საერთაშორისო ფედერაციის წევრი და ამის გამო ეს შედეგები ოფიციალურ რეკორდთა სიაში არ შეუტანიათ). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ბრინჯაოს პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.





იხილე აგრეთვე

ნინო დუმბაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები