დუქანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დუქანი
მექუდეების დუქანი

დუქანი - სავაჭრო სახელოსნო ნაგებობა, რომლის სინონიმი უძველეს ქართულ ძეგლებში არის „საფარდული“ და „სამოსასყიდლო“, ამათთან ერთად, XI-XII სს. წერილობით ძეგლებში გვხვდება დუქნის შესატყვისი უცხოური ტერმინი „ქულბაქი“. დასავლეთ საქართველოში დუქნის მნიშვნელობით ტერმინი „ხულაც“ ყოფილა გავრცელებული. დუქნის შიგნით უშუალოდ მიმდინარეობდა სახელოსნო საქმიანობა, ხოლო მის წინპირზე გამოფენილი იყო სახელოსნო ნაწარმი და მათი რეალიზაციაც აქვე ხდებოდა.

150პქსასადილო

არქიტექტურული თვალსაზრისით დუქნები სხვადასხვანაირი ფორმისა იყო: მაგ.: ორსართულიანი დუქანი, დუქანი-საცხოვრებლით, დუქანი დარაბებიანი და სხვა.

დუქნები ზოგი ქვითკირისაგან იყო ნაგები, ზოგი კი ხისაგან. პირველი დამახასიათებელი იყო აღმოსავლეთის, ხოლო მეორე დასავლეთ საქართველოსათვის. ქალაქის დუქნები ერთი ქუჩის პირზე ჩარიგებულ შენობებს წარმოადგენდა და არქიტექტურული თვალსაზრისით საკმაოდ მოწესრიგებული იყო.

მეუნაგირეების დუქანი

მოგვიანებით დუქანი ეწოდა სასადილოსაც.


ლიტერატურა

შ. მესხია, საისტორიო ძიებანი, ტ II, 1983. ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები