დუქ აგორდინიიე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დუქ აგორდინიჲე (თალიშ. Дук Агордынийе – „თითისტარის დატრიალება“) – ეგზორციზმთან დაკავშირებული თალიშური მკითხაობა.

თალიშების რწმენით, მივიწყებულ მიცვალებულთა სულებს, ჭირისუფალთათვის თავიანთი თავის შეხსენების მიზნით, შეუძლიათ ნათესავის „დაჭერა / დამიზეზება“. როცა ადამიანი ავადდება, ტემპერატურა მაღლა უწევს და წამალი ვერ შველის, სწამთ, რომ იგი რომელიმე მიცვალებულის მიერ არის „დაჭერილი“. იმისათვის, რომ ავადმყოფი „თავდამსხმელისგან“ იხსნან, აუცილებელია, ამ უკანასკნელის ვინაობის დადგენა. საამისოდ, მკითხავი ქალი იატაკზე თითისტარს (ან კოვზს) დაატრიალებს, თან დამიზეზებულის ნათესავ-მიცვალებულთა სახელებს ჩამოთვლის; ვისი სახელის ხსენებაზეც თითისტარი (კოვზი) დავარდება, დამჭერიც ის იქნება. ამ უკანასკნელის სახელზე ავადმყოფს ყურანიდან შესაბამის სურას წააკითხებენ ან საკურთხის მომზადებას დაავალებენ და მიცვალებულის სული „დაჭერილს“ განშორდება.


ლიტერატურა

Абилов И. Ш. Некоторые магические практики в культуре талышей // Лавровский сборник: Материалы XXXVI и XXXVII Среднеазиатско-Кавказских чтении 2012-2013 гг.: этнология, история, археология. СПб., 2013.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები