დღის განრიგი სამხედრო სამსახურში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დღის განრიგი სამხედრო სამსახურში - სამხედრო ნაწილში (ხომალდზე) დღე-ღამის დროის განაწილება პირადი შემადგენლობის ყოველდღიური სამსახურის, სწავლის და ცხოვრების რეგლამენტირების მიზნით. განრიგს ადგენს ნაწილის მეთაური.

ხომალდზე დღის განრიგის შედგენა ხდება კვირის განრიგის შესაბამისად, რომელსაც ამუშავებს შენაერთის შტაბი. ფორმდება სპეციალური დოკუმენტის სახით და ინახება სადღეღამისო განწესის დოკუმენტაციაში. იგი ითვალისწინებს დილით ადგომის, დილის ფიზიკური ვარჯიშის, სასწავლო მეცადინეობის, საკვების მიღების, კულტურული, სპორტულ-მასობრივი მუშაობის დროს და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები