ედომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ედომი - (იდუმეა), ისტორიული ოლქი პალესტინის სამხრეთით. ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა იუდეა, აღმოსავლეთით მკვდარი ზღვა და მოაბი, სამხრეთიდან აქაბის ყურე, დასავლეთიდან კი ღაზა და სინას ნახევარკუნძული.

იდუმეის ლეგენდარულ დამაარსებლად ბიბლიური პატრიარქის, ისააკის ვაჟი, ესავი ანუ ედომი ითვლება.

თავისი არსებობის პირველივე წლებიდან ედომის სახელმწიფო გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიული მოქმედებით და ხშირი ომებით. ედომის დედაქალაქი იყო პეტრა (სელა), რომელიც განლაგებული იყო მაღალ, მიუწვდომელ მთებზე.

ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ედომში. დასახლდნენ იდუმეველები, საიდანაც წარმოიშვა ქვეყნის მეორე სახელი, იდუმეა ძვ.წ. XI საუკუნიდან იდუმეა დამოუკიდებელი იყო ებრაული სახელმწიფოებისგან. ძვ.წ. IX-VII საუკუნეებში ასურეთის მოხარკე იყო (სწორედ იმ პერიოდის დოკუმენტებში იხსენიება ედომის მეფე კოსმალაკუ და აიარამი, რომელიც მას ებრაელების წინააღმდეგ ლაშქრობაში დაეხმარა), ძვ.წ. VII-VI საუკუნეებში კი ახალბაბილონური სამეფოსი.

ედომელები ანუ იდუმეველები გამოირჩეოდნენ ებრაელების განსაკუთრებული სიძულვილით და ფიქრობდნენ, რომ სწორედ ისრაელის ტომებმა შეუშალეს ხელი მათ დასახლებულიყვნენ ქანაანის ნაყოფიერ მიწაზე. ამიტომ როცა ედომელები ებრაელს ჩაიგდებდნენ ხელში, ცდილობდნენ სასტიკად მოპყრობოდნენ და ეწამებინათ. იდუმეველებმა მიიღეს მონაწილეობა თითქმის ყველა ომში ებრაელების წინააღმდეგ. ისინი ყიდულობდნენ ისრაელიან ტყვეებს ასურელებისგან და სხვა ხალხებისგან, რათა წაეყვანათ თავიანთ ქალაქებში და იქ სასტიკი წამებით დაეხოცათ.

იდუმეეელებმა ბაბილონელებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს იერუსალიმის აღებაში (ძვ.წ. 586) და ძვ.წ. VI საუკუნის ბოლოსათვის იუდეის სამხრეთ ტერიტორიებს დაეუფლნენ (დედაქალაქ ხებრონით).

ძვ.წ. 63 წელს იდუმეა ისრაელთან და იუდეასთან ერთად რომის იმპერიამ დაიპყრო და პროვინციებად შეიერთა. ამ პროვინციების მმართველად რომაელებმა ჰეროდე დანიშნეს, რომელიც იდუმეველი იყო.

იდუმველებმა მონაწილეობა მიიღეს პალესტინის აჯანყებაში ახ.წ 66-73 წლებში, შექმნეს თავიანთი სამხედრო რაზმები ანანი ბენ ანანის მეთაურობით და მხარი დაუჭირეს ზილოტებს, ებრაელ აჯანყებულებს.

ახ.წ 106 იდუმეის დიდი ნაწილი რომაელებმა პროვინცია არაბეთთან გააერთიანეს.

ედომელების კულტურა ძალიან გავდა მოაბელთა და ამონიტელთა კულტურას. ედომის სამეფოში არსებობდა მთავარი ღმერთის, კოსის კულტი, რომელსაც დიდ პატივს სცემდნენ და ეთაყვანებოდნენ.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები