ევქარისტია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
"საიდუმლო სერობა" ანდრეი რუბლიოვი, ხატი

ევქარისტია - (ეტიმ. ბერძ. eucharistía (სიტყვიდან eucharistéin „მადლიერების გამოხატვა“, „მადლობის თქმა“), „მადლობის გადახდა“.

საიდუმლო, რომელიც იესომ საიდუმლო სერობისას დააწესა, როცა პასექის სერობაზე მოწაფეებს ახალი და მარადიული აღთქმის ნიშნად შესთავაზა პური და ღვინო როგორც თავისი ხორცი და სისხლი. საუკუნეთა მანძილზე ამ საიდუმლოს სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ: უფლის სერობა (1 კორ. 11:19), პურის გატეხა (ლუკ. 24:35; საქ. 2:42.46...), შეწირულობა, მსხვერპლშეწირვა, მოსახსენიებელი, წირვა და ევქარისტია.


ახალ აღთქმაში ევქარისტიის დაფუძნების ოთხი ამბავია მოთხრობილი: მათ. 16:26-28; მარკ. 14:22-24; ლუკ. 22:19- 20; 1 კორ. 11:23-25, რომლებიც ეკლესიის ცხოვრებაში ევქარისტიის მნიშვნელობასა და ცენტრალურობას ამოწმებენ.

ძველი და ტრადიციული ეკლესიების რწმენით, პური და ღვინო მაცხოვრის ჭეშმარიტი ხორცი და სისხლია, არატრადიციული და პროტესტანტული რწმენით - სიმბოლური. ევქარისტია ჟამისწირვის შემდეგ სრულდება.

ეკლესია აღასრულებს ევქარისტიას, როგორც „მადლობისა და ქების მიძღვნას მამა ღმრთისადმი, როგორც ქრისტეს მსხვერპლშეწირვისა და მისი სხეულის სახსოვარს, როგორც ქრისტეს თანასწრებას მისი სიტყვისა და სულის ძლიერების ძალით“ (CCC, 1358).

ევქარისტიის არსებითი ნიშნებია პური და ღვინო, რომლებშიც კურთხევის მეშვეობით ხდება ქრისტეს სხეულისა და სისხლის ტრანსსუბსტანციაცია (გარდასახვა). წმიდა ნაწილებში ქრისტე წარმოდგება ჭეშმარიტად, ნამდვილად და არსებითად, ამიტომაც წმიდა ნაწილებს თაყვანისცემის კულტის მეშვეობით უნდა მიეგოს პატივი. ყველა ქრისტიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა საკვირაო ევქარისტიულ მსახურებაში და შეძლებისდაგვარად მიიღოს ზიარება.

ევქარისტია შედგება წმიდა სიტყვის ლიტურგიისა და ევქარისტიული ლიტურგიისაგან, დასაწყისში შესავალი, დასასრულს კი – დასკვნითი წესების თანხლებით. ღმრთის სიტყვის ლიტურგია მოიცავს საღმრთო წერილის კითხვას, მღვდელმსახურის ქადაგებას, სარწმუნოების აღსარებასა და მორწმუნეთა ლოცვას. ევქარისტიული ლიტურგია იწყება პურისა და ღვინის შეწირვით, მას მოსდევს ეგრეთ წოდებული ევქარისტიული ლოცვა, რის შემდეგაც აღევლინება „მამაო ჩვენო“ და გაიცემა ზიარება.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები