ეირიგ-ააცნიხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეირიგ-ააცნიხ-ი (აფხ. Еирыгь-аацных) – ქურდობისა და ყაჩაღობის მფარველი ძალა აბჟუის აფხაზეთში.

აფხაზის აზრის, იგი დღითა და ღამითაც ყველაფერს ხედავს. ამ ხატის სახელზე ქურდები და ყაჩაღები სოფელ ააცში (აქედან მოდის ხატის სახელწოდება) მდინარე ააფსისა და ნაკადულ დახურთას შორის ლოცულობდნენ; მსხვერპლად სწირავდნენ კონუსის ფორმის რიტუალურ პურებს და თავიანთ საქმიანობაში ხელშეწყობასა და წარმატებას შესთხოვდნენ. ამ ხელობის ადამიანებს წესად ჰქონდათ ნადავლიდან საუკეთესო ნივთები შეეწირათ თავიანთი მფარველისათვის; ამასთან, შესაწირ საგნებს ან ნაქურდალი ცხოველის ბალანს ხეებზე ჰკიდებდნენ იქ, სადაც ხატის საბრძანისი ეგულებოდათ. ეირიგ-ააცნიხთან დაკავშირებულია ლეგენდა, რომლის თანახმად წმინდა ადგილთან თავად მიდიოდა არჩვი ან სხვა ნადირი, რომელსაც ხალხი ხატს სწირავდა (შდრ. ილორის წმ. გიორგი, მოქვის წმ. გიორგი).

„ეირიგ-ააცნიხი“ („აერგი-ააცნიხი“, „ეირიხააცნიხი“) სოფ. ააცის ეირიგის (აირგი, აერგის) ანუ წმ. გიორგის ხატს (ა-ნიხა) ნიშნავს. ბზიფის აფხაზეთში ამ ხატს ჩურგურ-ნიხი ერქვა.


ლიტერატურა

  • ნ. ანთელავა. ორსახოვანი წმ. გიორგი ოსურ და აფხაზურ მითოლოგიაში // კავკასიოლოგთა პირველი საერთაშორისო კონგრესის მასალები. თბ., 2007;
  • С.Т. Званба. Этнографические этюды. Сух., 1955;
  • А. Веденский. Религиозные верования абхазцев // ССКГ. Тф., 1871. Вып. V,;
  • М. Джанашвили. Абхазия и абхазцы. (этнографический очерк) // ЗКОИРГО. Тф., 1894. Т. XVI;
  • В.В. Немирович-Данченко. Море. Абхазское поморье. М., 1897;
  • Г.Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957;
  • Ш.Д. Инал-Ипа. Абхазы. (историко-этнографические очерки). Сух., 1965.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები