ეკალღიჭი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკალღიჭი

ეკალღიჭი – (Smilax excelsa L.);
ოჯახი: ეკალღიჭისებრნი (Smilacaceae).
მეგრულად – ძგგირი, კალია, კალიე, კალიეში ძგგირი, კაკილარი, კორჩხელი.

ეკლებიანი, მცოცავი ლიანა ბუჩქია. ღერო გრძელია, დაკლაკნილი, ოდნავ წახნაგოვანი და წახნაგებზე ეკლიანი. ფოთლები წაწვეტებულია, სამკუთხა-კვერცხისებური ან მომრგვალო-კვერცხისებური, ფუძე გულისებური, რკალური დაძარღვით; დამახასიათებელია ორი ულვაში, ქოლგა ყვავილედი 4-10-ყვავილიანია. ყვავილსაფარი მომწვანო-მურა ფერისაა; ყვ. ნაყ. IV-VII. იზრდება მთისწინებზე და ტყის სარტყელში, სადაც ქმნის გაუვალ რაყებს; ტყის კლდეღორღიან, კირქვიან ეკოტოპებზე აგრეთვე ჭაობიან ტყეებში, კირქვიან კლდეებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან გავრცელებულია მთელ საქართველოში.

მესამეული პერიოდის რელიქტია. კოლხური ტყის დამახასიათებელი კომპონენტია. სამკურნალო ნედლეულს ფესურა ფესვებითურთ წარმოადგენს. მოქმედი ნივთიერებებია: სტეროიდული საპონინები, გლიკოზიდები, სახამებელი, ფისები, მწარე ექსტრაქტული ნივთიერებები, სიტოსტერინი, ორგანული მჟავები, სმილაცინი (ინდიფერენტული ნივთიერება), ნაპოვნია ეთერზეთები კვალის სახით.

ფესვები შედის სისხლის გამწმენდ ჩაის შემადგენლობაში. ასევე ჩაის სახით რეკომენდირებულია ფსორიაზის საწინააღმდეგოდ. ხელს უწყობს დეპრესიისა და დაღლილობის გაქარწყლებას, მითითებულია ნერვული აშლილობისას, არეგულირებს სექსუალურ მოქმედებას, იწვევს სასქესო ორგანოების ფუნქციების აღდგენას, განსაკუთრებით მამაკაცის პოტენციის, აქვეითებს ქალებში მენსტრუაციის შემდგომ პრობლემებს, ხელს უწყობს ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსს და ამაღლებს ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს.

ჰომეოპათიაში გამოიყენება სხვადასხვა სახის გამონაყრების, ძლიერი ქავილის, ფსორიაზის, ეგზემის დროს. იყენებენ მეჭეჭებისა და ფურუნკულების შემთხვევაშიც.

ქართულ ხალხურ მედიცინაში ფესვებს უხსოვარი დროიდან იყენებდნენ ვენერიულ სნეულებათა წინააღმდეგ, ხოლო ფოთლებს, როგორც ჩირქის გამოსარწყავ საშუალებას, ფურუნკულებისა და კარბუნკულების სამკურნალოდ, შესიებული, გამაგრებული ადგილების მოსამწიფებლად (შენგელია, 1982).

ბოლო დროს მისი ფესვები შედის სისხლისგამწმენდ ჩაის შემადგენლობაში. ასევე ჩაის სახით რეკომენდებულია ფსორიაზის საწინააღმდეგოდ. ხელს უწყობს დეპრესიისა და დაღლილობის გაქარწყლებას, მითითებულია ნერვული აშლილობისას, არეგულირებს სექსუალურ მოქმედებას, იწვევს სასქესო ორგანოების ფუნქციების აღდგენას, განსაკუთრებით მამაკაცის პოტენციის, აქვეითებს ქალებში მენსტრუაციის შემდგომ პრობლემებს, ხელს უწყობს ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანს და ამაღლებს ნივთიერე¬ ბათა ცვლის სიჩქარეს. ჰომეოპათიაში გამოიყენება სხვადასხვა სახის გამონაყრების, ძლიერი ქავილის, ფსორიაზის, ეგზემის დროს. ცდილობენ მის გამოყენებას მეჭეჭებისა და ფურუნკულების შემთხვევაშიც.

დოზის გადაჭარბება იწვევს საკვებმომნელებელი ლორწოვანი ორგანოების გაღიზიანებას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები