ეკონომიკური ბლოკადა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკონომიკური ბლოკადა - სახელმწიფოს (სახელმწიფოთა ჯგუფის) იზოლაცია ომის დროს ან საერთაშორისო ურთიერთობების გამწვავების პერიოდში ამ სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ეკონომიკის ძირის გამოთხრის მიზნით.

ეკონომიკური ბლოკადის განსახორციელებლად დასაბლოკ ქვეყანას (ქვეყნებს) მკვეთრად უზღუდავენ ან უწყვეტენ ეკონომიკურ ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან, ტოვებენ მას (მათ) ნედლეულის, მოწყობილობის, სავალუტო შემოსავლების გარეშე და ა.შ., რასაც შედეგად მოსდევს სასიცოცხლო მნიშვნელობის დარგების და მთლიანად მრეწველობის მუშაობის დეზორგანიზაცია.

ეკონომიკური ბლოკადას ხშირად ახორციელებენ სამხედრო ბლოკადასთან ერთად, რაც ომში ეკონომიკური დაპირისპირების სახეობას წარმოადგენს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები