ენუმა ელიშ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენუმა ელიშ(ბაბილონ.) („ოდეს მაღლა“), ბაბილონური შესაქმის ეპოსის დასაწყისი სიტყვები.

ეპოსი შედგება შვიდი კარისგან, სადაც აღწერილია ღმერთების თაობათა წარმოშობა მარადარსებული, ერთმანეთში აღრეული მტკნარი და მლაშე წყლებიდან, ბოლოს, დემიურგის, მარდუქის დაბადება და მის მიერ სამყაროს შექმნა, ადამიანის გაჩენა მოჯანყე ღმერთის სისხლისგან, მნათობთა და ვარსკვლავთა დასხმა ცარგვალზე, ზეციური ბაბილონის ხატად მიწიერი ქალაქის, ბაბილონის დაარსება.

ეპოსის ბოლო მე-7 კარი წარმოადგენს სამყაროს შემოქმედის, მარდუქისადმი მიმართულ ჰიმნს, სადაც ის შექებულია, როგორც ორმოცდაათი სახელის მატარებელი ღმერთი. ენუმა ელიშს კითხულობდნენ რეჩიტატივით ან მღეროდნენ და განასახიერებდნენ, როგორც მისტერიას ახალი წლის დღესაწაულის დღეებში. ამ დროს მარდუქი, რომლის როლსაც მეფე ასრულებდა, იმეორებდა თავის დემიურგულ ღვაწლს – ამარცხებდა ქაოსის ბნელ ძალებს და ქმნიდა კოსმოსს, ნათელ და მოწესრიგებულ ქვეყანას.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები