ენუქიძე გოჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოჩა ენუქიძე

გოჩა ენუქიძე – დაიბადა 1962 წლის 8 აპრილს თბილისში. — ეკონომისტი. ინჟინერიის დოქტორი

განათლება – ქ. როსტოვის რკინიგზის ინჟინერთა ინსტიტუტი (1991). 1998 წელს დაამთავრა ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, წარმოების ეკონომიკა და მართვის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება

  • ზეინკალ-შემკეთებელი - თბილისის ტრიკოტაჟის თეთრეულის საწარმოო გაერთიანება (1979-1982)
  • მეჯამბარე საურნალე საამქროში - რუსთავის მეტალურგიული ქარხანა (1986-1988)
  • კოოპერატივი "ალფას" თავმჯდომარე (1989-1995)
  • შპს ივერია-ენსის დირექტორი (1995-1999)
  • შპს იბერკომპანი ჰოლდინგის პრეზიდენტი (1999-2008)
  • შპს ლუკოილ-ჯორჯიას გენდირექტორის მოადგილე (2004-2009)

პარლამენტის წევრი

  • მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №44 ამბროლაურის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი, ფრაქცია „საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები“-ს თავმჯდომარის მოადგილე.
  • მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №44 ამბროლაურის საარჩევნო ოლქი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრი.
  • მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020): მაჟორიტარი #58 ამბროლაურის საარჩევნო ოლქი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი. ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ - ფრაქციის თავმჯდომარე.
  • მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): მაჟორიტარი #58 ამბროლაურის საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები