ენქიმდუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენქიმდუ(შუამდ.) ინანას გულით არჩეული სატრფო და დუმუზის მეტოქე. მისი ეპითეტებია „არხებისა და სარწყავი რუების ბატონი“ და სხვ. მის მიერ ინანასთვის შეთავაზებული პროდუქტი – „თეთრი ხორბალი“, „ლუდი“, „ხილი“ – გვაუწყებს, რომ ენქიმდუ მიწათმოქმედია და უპირისპირდება დუმუზის, მწყემსს. ენქიმდუსა და დუმუზის შორის წინააღმდეგობა (რაც მიწათმოქმედებისა და მწყემსობის წინააღმდეგობის გამომხატველია) მოგვაგონებს აბელ-კაენის ამბავს, ოღონდ მათ დაპირისპირებას მშვიდობიანი დასასრული აქვს. დუმუზი იმარჯვებს ენქიმდუზე პაექრობაში და ისაკუთრებს ინანას, რის შემდეგაც ამ ორი საქმიანობის წარმომადგენელნი მაინც განაგრძობენ მშვიდობიან თანაარსებობას ურუქის მიწაზე.

ენქიმდუს სახელი მიწის მუშაკის ზოგად სახელად იქცა შუმერულ ენაში. იგი შედის ურის III დინასტიის მეფეთა ტიტულატურაში. მეფე შულგი ამბობს: „ხალხს საუკეთესო საკვებით ვკვებავ, მათი ენქიმდუ ვარ მე“. ერა, შავი ჭირისა და ეპიდემიურ სნეულებათა გამომწვევი ღვთაება, ნერგალის, ვითარცა სიკვდილის ღმერთის, ერთ-ერთი ასპექტის პერსონიფიკაციაა. ერთ აქადურ ტექსტში („ერას ეპოსი“) ენქიმდუ წარმოდგენილია საყოველთაო ომებისა და ხალხთა შორის შუღლის აღმძვრელ დემონად, რომლის გამძვინვარების შედეგად ინგრევა და უკაცრიელდება ბაბილონეთის ქალაქები (თავად ბაბილონი, ურუქი, სიფარი და სხვ.) და მათი ტაძრები. ეს ყველაფერი ენქიმდუმ ჩაიდინა მარდუქის ნების გარეშე („გმირო ერა, მარდუქის სიტყვას არ ეკრძალე: ღმერთების სამეფო ქალაქი, ქვეყანათა კავშირი, დაანგრიე...“) და შვიდი ავსულის წაქეზებით. საბოლოოდ, თავისი ერთგული ვაზირის რჩევით ენქიმდუ მოინანიებს დანაშაულს და იზრუნებს ბაბილონეთის გაფანტული ხალხების შემოსაკრებად, ქვეყნად მშვიდობის დასასადგურებლად და ნაყოფიერების აღსადგენად.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები