ენჯელი ჯეიმს როულანდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეიმს როულანდ ენჯელი

ენჯელი ჯეიმს როულანდ - Angel James, Ангел Джеймс, 1869-1949

ამერიკელი ფსიქოლოგი, ფუნქციონალიზმის ერთერთი ლიდერი. ფსიქოლოგიის მაგისტრის წოდება მიიღო მიჩიგანის უნივერსიტეტში ჯ. დიუის ელმძღვანელობით. განათლების მიღება განაგრძო ჰარვადის უნივერსისტეტში უ. ჯეიმსთან, ხოლო შემდგომ ევროპაში, ბერლინისა და ჰალეს უნივერსიტეტებში. ჩიკაგოს უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა ფსიქოლოგიის ფაკულტეტს. იყო APA-ს ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი (1906).

ენჯელმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფუნქციონალიზმის გავრცელებაში. ენჯელის მიხედვით, ცნობიერების შესწავლის მთავარ ამოცანას შეადგენს არა მისი სტრუქტურის გარკვევა, არამედ მისი ფუნქციის გარკვევა. ეს ფუნქცია ინდივიდის გარემოსთან ადაპტაციის უზრუნველყოფაა. ცნობიერების, ფსიქიკური პროცესების ფუნქციაა ახალი ვითარებებისადმი შეგუება, „შეგუებითი მომსახურეობა” {დახურული თეორია}. შეიძლება ითქვას, რომ ფუნქციონალიმზი სამი მნიშვნელობით არის „ფუნქციონალური”. ერთი მხრივ, ის ფსიქიკური ფუნქცების, ოპერაციების ფსიქოლოგიაა. ამ გაგებით, ის უფრო აქტ-ფსიქოლოგიაა და არა ცნობიერების შინაარსების ფსიქოლოგია. მეორე მხრივ, მას მხედველობაში აქვს ამ აქტების როლი, მათი დანიშნულება გარემოსთან ადაპტაციის კუთხით. მისთვის მთავარია გაარკვიოს, თუ რა ფუნქციას ასრულებს ფსიქიკა. გარდა ამისა, ფსიქოლოგიის ეს მიმართულება ფუნქციონალურია თავისი საზოგადოებრივი მნიშვნელოვნების, თავისი სარგებლიანობის ასპექტით. ყოველივე ამისთვის ინტროსპექცია საკმარისი არ არის. აუცილებელია კვლევის ობიექტური მეთოდების გამოყენება. ამით გზა იხსნება ფსიქიკის ადაპტაციური ფუნქციის კვლევისკენ ცხოველებთან, ბავშვებთან, სულიერი გადახრების მქონე ინდივიდებთან; მოკლედ, ფსიქიკურის ყველა გამოვლინებაში.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები