ეპიმეთევსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპიმეთევსი(ბერძნ.) ტიტან იაპეტოსის ძე, პრომეთეს ძმა.

ეპიმეთევსი თავისი ხასიათით პრომეთესაგან ერთობ განსხვავდება. იგი სუსტია და გონებაჩლუნგი. მისი სახელიც ასევე ითარგმნება: „ჭკუით უკან მიქცეული“.

მან ყურად არ იღო პრომეთეს რჩევა, ღმერთებისაგან არ მიეღო საჩუქარი. ძმის რჩევის უგულებელყოფამ კი ბევრი უსიამოვნება მოუტანა მასაც და ადამიანებსაც. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ზევსმა ადამიანების დასჯა განიზრახა და მათ ღმერთების მიერ შექმნილი მშვენიერი პანდორა გაუგზავნა. ქალის სილამაზით მოიხიბლა ეპიმეთევსი და იგი ცოლად მოიყვანა. ღმერთებმა პანდორას გამოატანეს ყუთი. ქალს ცნობისმოყვარეობამ სძლია, ყუთს ახადა სახურავი, ხოლო იქიდან ამოფრინდნენ შიმშილი, სიღარიბე, ავადმყოფობა, შური, შუღლი, ზაკვა და ყველა ადამიანური უბედურება. მართალია, პანდორამ ყუთი სასწრაფოდ დახურა, მაგრამ უკვე გვიან იყო. იქ მხოლოდ იმედი დარჩენილიყო. ასე აღმოჩნდნენ ადამიანები უბედურების პირისპირ სასოწარკვეთილნი.

ეპიმეთევსსა და პანდორას შეეძინათ ქალიშვილი პირა, რომელსაც შემდეგ დევკალიონი მოიყვანს ცოლად.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები