ეპისკოპოსი იეროთეოზი (აივაზაშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპისკოპოსი იეროთეოზი (აივაზაშვილი)ეპისკოპოსი იეროთეოზი, ერისკაცობაში იეროთე მოსეს ძე აივაზაშვილი.

დაიბადა 1862 წლის 6 ნოემბერს თელავის მაზრის სოფელ ყვარელში მედავითნის ოჯახში, თელავის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1886 წელს სემინარიელ იოსებ ლალიაშვილის მიერ რექტორ ჩუდეცკის მკვლელობის შემდეგ სემინარიაში დაიწყო ქართველი სტუდენტებისა და მასწავლებლების სასტიკი შევიწროება, მაგრამ იეროთე აივაზაშვილმა მოახერხა უხიფათოდ დაესრულებინა სასწავლებელი 1888 წელს. იმავე წლის 14 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკვნად თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტის ეკლესიაში, 1889 წლის 24 აპრილს ხელდასხმულ იქნა მღვდლად თელავის მაზრის სოფელ შილდაში. 1889-1890 წლებში მასწავლებლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში 1901 წლის 19 მარტიდან გამწესებულ იქნა თბილისის ჯამბაკურ-ორბელიანის წმიდა ნიკოლოზი ეკლესიაში, 1903 წლის 3 მარტს გადაყვანილ იქნა წმიდა ეკატერინეს ეკლესიაში, 1907 წლის 20 სექტემბერს გადაყვანილ იქნა ხარფუხის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში, 1916 წლის 8 დეკემბრიდან თბილისის სამების ეკლესიის წინამძღვარია. ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის 1897 წელს დაჯილდოვდა საგვერდულით, 1902 წელ – სკუფიით, 1913 წელს – კამილავკით, 1918 წელს – ოქროს ჯვრით, 1919 წელს აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში, 1920 წელს დაჯილდოვდა ენქერით. 1928 წლის 16 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის ლოცვა-კურთხევით აკურთხეს ნინოწმინდელ ეპისკოპოსად. მის ეპისკოპოსად კურთხევას მხარი დაუჭირეს მიტროპოლიტებმა: დავითმა (კაჭახიძე), კალისტრატემ (ცინცაძე), იოანემ (მარღიშვილი), ეპისკოპოსებმა: პავლემ (ჯაფარიძე), სიმეონმა (ჭელიძე), ვარლაამმა (მახარაძე). წინააღმდეგი იყო ბოდბელი ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი) დეკემბერს სვეტიცხოველში შესრულდა მისი კურთხევა და იგი დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად, 1929 წლიდან დროებით განაგებდა ბოდბის ეპარქიასაც. ეპისკოპოსი იეროთეოზი იყო მოკრძალებული კაცი, თითქმის შეუმჩნეველი. უმძიმეს ვითარებაში მოუხდა მას მღვდელმთავრობა. ბოლშევიკური ხელისუფლება სასტიკად სდევნიდა სასულიერო პირებს, უწესებდა აუტანელ გადასახადებს და გადაუხდელობის შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით ხურავდა ეკლესიებს. ასე დაიხურა მრავალი ეკლესია-მონასტერი ნინოწმინდის ეპარქიაშიც. 1941 წლის 1 სექტემბერს ეპისკოპოსმა იეროთეოზმა განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარეს კალისტრატეს სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ იგი მძიმედ იყო ავად. 1942 წლის 28 ოქტომბერს ეპისკოპოსი იეროთეოზი გარდაიცვა თბილისში. იგი დაიკრძალა თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

იეროთეოზი (ეპისკოპოსი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები