ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეპისკოპოსი ლაზარე

ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი)ეპისკოპოსი ლაზარე, ერისკაცობაში დიმიტრი ნიკოლოზის ძე სამადბეგიშვილი დაიბადა 1955 წლის 20 აგვისტოს ქალაქ თბილისში.

1972 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ერთ-ერთი საშუალო სკოლა.

1979-1982 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში.

1981 წლის 7 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აკურთხა დიაკვნად.

1982 წლის 21 მარტს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი და ამავე წლის 5 აპრილს დანიშნა ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში.

1984 წლის 11 სექტემბერს, გადაიყვანეს თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვრად.

1984 წლის 17 სექტემბრიდან სვეტიცხოველის საპატრიარქო ტაძრის მდვდელმსახურია.

1985 წლის 20 ივნისს ისევ ქაშუეთის ტაძარში დაადგინეს.

1990 წლის დეკემბრიდან 1995 წლის 3 აგვისტომდე მოსკოვის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია.

1995 წლის სექტემბერში დაინიშნა ბათუმის წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვრად.

1995-97 წლებში ბათუმის სასულიერო სემინარიის რექტორია, ამავე პერიოდში იყო ბათუმის წმიდა ბარბარეს ტაძრის წინამძღვარიც.

1997 წლის 19 აპრილს ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად უწოდა ლაზარე.

1997 წლის 16 ოქტომბრიდან მცხეთა-თბილისის ეპარქიაში გადაიყვანეს და თბილისის წმიდა ქეთევან დედოფლის ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს.

1999 წელს განამწესეს თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძრის (პატარა სამების) მღვდელმსახურად.

2000 წლის 19 ივნისს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება.

2001 წლის 4 ივნისს დაინიშნა თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძრის (პატარა სამების) წინამძღვრად.

2004 წლის 1 იანვრიდან გადაიყვანეს დასავლეთ ევროპის ეპარქიაში და დაინიშნა რეგენსბურგის ქართულ სამრევლოში.

2004 წლის ოქტომბრიდან ბელგიის ქართულ სამრევლოშია.

2009 წლის 14 მაისს მიიღო მეორე გამშვენებული ჯვარი.

2014 წლის 3 ივნისის წმიდა სინოდის სხდომაზე გამოარჩიეს ახლადშექმნილი გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მღვდელმთავრად.

2014 წლის 11 ივნისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმიდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხა ხელი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით.

2017 წლის 2 იანვარს ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) გადმოყვანილ იქნა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

ლაზარე (ეპისკოპოსი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები