ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეპისკოპოსი მიქაელი

ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე)ეპისკოპოსი მიქაელი, ერისკაცობაში – მამუკა გაბრიჭიძე დაიბადა 1966 წლის 25 იანვარს ქ ჭიათურაში გივი სევერიანის ძე გაბრიჭიძისა და მართა სერგოს ასულ ცერცვაძის ოჯახში.

1983 წელს დაასრულა ქ. ჭიათურის მე-7 საშუალო სკოლა.

1986 წელს დაამთავრა ქ.თბილისის კავშირგაბმულობის პროფესიული ტექნიკუმი.

1986 წელს ჩააბარა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე.

1987 წლიდან ეკლესიის მრევლია.

1993 წელს ქ. სოხუმში ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა დანიელმა (დათუაშვილი) მორჩილის კაბით შემოსა.

1993 წლის ოქტომბრიდან მარტყოფის ღვთაების სახელობის მამათა მონასტრის მორჩილია.

1994 წლის 2 აპრილს მცხეთაში, სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა დანიელმა ბერად აღკვეცა და სახელად მიქაელი უწოდა.

1994 წლის მაისში ფოკის წმ. ნინოს სახელობის მამათა მონასტრის საძმოში განამწესეს. მასვე დაევალა ფოკაში არსებული მამათა და დედათა მონასტრების სამეურნეო საქმეების მეურვეობა.

1994 წლის 1 ივნისს ფოკის წმიდა ნინოს სახელობის ღია ტრაპეზზე ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა დანიელმა დიაკვნად აკურთხა.

1994 წლის 13 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ფოკის დედათა მონასტრის სულიერ მოძღვრად დანიშნა.

1996 წლის 1 ივნისს ოქროს ჯვრითა და ენქერით დაჯილდოვდა და იღუმენის წოდება მიენიჭა.

1995 წლის 20 აპრილიდან ფოკის მამათა მონასტრის წინამძღვარია.

1997 წლის 23 მაისს მიენიჭა არქიმანდრიტობა და დაადგინეს შიომღვიმის მამათა მონასტრის წინამძღვრად.

1997 წლის ივნისიდან 2007 წლის 1 ნოემბრამდე სამთავროს წმიდა ნინოსა და ანტიოქიის წმიდა სტეფანე პირველდიაკვნის სახელობის დედათა მონასტრების სულიერი მოძღვარია.

2001 წლის 5 მარტიდან 2007 წლის 15 ნოემბრამდე საქართველოს საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარეა.

2011 წლის 13 ნოემბერს მეორე გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა.

2013 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსად გამოარჩიეს.

2013 წლის 20 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმიდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით მას ეპისკოპოსად დაასხა ხელი.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

მიქაელი (ეპისკოპოსი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები