ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეპისკოპოსი საბა

ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი)ეპისკოპოსი საბა, ერისკაცობაში ლაშა ანდრიას ძე ინწკირველი დაიბადა 1981 წლის 22 ივნისს ოზურგეთის რაიონში.

1996 წელს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით მან ჩააბარა ბათუმის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიაში. სტუდენტობის პერიოდში ის დაინტერესდა მონასტრული ცხოვრებით და მორჩილებას გადიოდა მახერას მამათა მონასტერში, კვიპროსზე.

2000 წელს სასულიერო სასწავლებელის დაასრულების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად კათოლიკოს-პატრიარქის ილია II და მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა-კურთხევით ის სერბეთში გაემგზავრა.

2001-2007 წელეებში სწავლობდა ბელგრადის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის უნივერსიტეტში, საღვთისმეტყველო ფაკულტეტზ.

2008 წელს საქართველოში დაბრუნდა. მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ის მორჩილად აკურთხა, უწოდა სახელი ლაშა-გიორგი და ასევე დანიშნა ეპარქიის მდივნად.

2009 წლის 29 ივნისს მორჩილი ლაშა-გიორგი ბათუმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, არქიმანდრიტმა ანდრიამ (კბილაშვილი) ბერად აღკვეცა და უწოდა სახელი – საბა.

2009 წლის 5 ივლისს, მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ბერი საბა აკურთხა ბერ-დიაკვნად. 2010 წელს უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით ბერ-დიაკონი საბა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

2010 წლის 26 ოქტომბერს მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ის აკურთხა მღვდელ-მონაზვნად და ჩააბარა ჰანოვერის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერი და წმინდა გიორგის სახელობის სამრევლო პენსილვანიის შტატში. საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ის პირველი ქართველი სასულიერო პირია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე იქნა ხელდასხმული.

2011 წელს 22 მაისს, ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის, მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მღვდელ-მონოზონ საბას მიანიჭა იღუმენობა.

2013 წელს მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ის დანიშნა ბრუკლინში ღვთისმშობლის შობის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვრად.

2013 წელის 9 თებერვალს მამა საბა აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.

2013 წელის 13 ოქტომბერს მას მიენიჭა მანტიისა და კვერთხის ტარების უფლება.

2014 წლის 3 ივნისს, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით არქიმანდრიტი საბა გამორჩეულ იქნა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად.

2014 წლის 22 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-სა და წმინდა სინოდის წევრების მიერ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტი საბა ეპისკოპოსად იკურთხა.

2014 წლის 3 ივნისს არქიმანდრიტი საბა გამორჩეულ იქნა ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსად.

2014 წლის 22 ივნისს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II-მ, წმიდა სინოდის წევრების თანამწირველობით.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

საბა (ეპისკოპოსი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები