ერეკლეს აბანო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერეკლეს აბანო

ერეკლეს აბანო - არქიტექტურული ძეგლი ქალაქ გორში რუსთაველის ქ. 41. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

აბანო გეგმით სწორკუთხაა (22X12,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. კონსტრუქციის ნაწილები – კედლების კუთხეები, შეისრული თაღები, ნახევარსფერული გუმბათები და სასინათლო ხვრელები აგურითაა ნაწყობი. სარესტავრციო სამუშაოები 1957–58 წწ. ჩაატარა სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმო სახელოსნომ (ხელმძღვ. ა. გოგელია). აღადგინეს დიდი სათავსის გუმბათი. 1983 წელს ჩატარდა შენობის კონსერვაცია (ხელმძღვ. დ. ჭიკაიძე).

აბანო ორი სათავსისაგან შედგება. ორივე სათავსს შესასვლელი სამხრეთიდან ცალ–ცალკე აქვს. შენობის აღმმოსავლეთ კედელში მოგვიანებით კიდევ ერთი კარი გაუჭრიათ. თითოეული შესასვლელის მარჯვენა მხარეს დეკორატიული ნიშია (ამოშენებულია). სათავსები გადახურულია შეისრულ თაღებზე დამყარებული გუმბათებით. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათზე გადასვლა განხორციელებულია აფრების საშუალებით. შედარებით მოზრდილი აღმოსავლეთ სათავსის გუმბათში გაჭრილია შვიდი წრიული ხვრელი, ხოლო დასავლეთისაში – ოთხი. სათავსებს შორის არსებულ თაღოვან მალში 1 მეტრის სიმაღლეზე ამოყვანილია გადამღობი კედელი, რომელშიც გაჭრილია ორი თაღოვანი და ერთი სწორკუთხა ხვრელი. ასეთივე ხვრელებია აღმოსავლეთ სათავსის აღმოსავლეთ კედელშიც. აბანოს კედლები შიგნიდან შელესილია.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები