ერენფესტი პაულ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაულ ერენფესტი

ერენფესტი პაულ სიგიზმუნდის ძე (1880 - 1933) - ფიზიკოსი, თერმოდინამიკის, სტატისტიკური მექანიკის, კვანტური თეორიის სპეციალისტი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 1907-1912 წლებში მუშაობდა პეტერბურგში, 1912 წლიდან - ჰოლანდიაში.


1918, თსუ-ის პროფესორ ანდრია რაზმაძის რეკომენდაციით, ფიზიკის კათედრაზე მიიწვიეს ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორი პ. ერენფესტი, რომელიც ერთხმად იქნა არჩეული და დამტკიცებული პროფესორად ფიზიკის კათედრაზე (1919 წლის 18 ივნისს).




ლიტერატურა

ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926“, თბ., 2006.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები