ბერნშტეინი ერიკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ერიკ ბერნშტეინი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერიკ ბერნშტეინი

ბერნშტეინი ერიკ ადოლფის ძე (დ. - 1866 - გ. - 19.I.1932, ბერლინი) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. გერმანელი. პროფესიით მასწავლებელი. 1917 შეუერთდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას. 1918 იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი.

1919 წლის თებერვალში ერიკ ბერნშტეინი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. დამფუძნებელ კრებაში იყო მომარაგების კომისიის წევრი და საფინანსო კომისიის მდივანი. აქტიურ როლს თამაშობდა გერმანიასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაბმის საქმეში. 1920 წლის 9 ნოემბერს გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“ გაზ. „ტაიმსზე“ დაყრდნობით წერდა, რომ „საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატი ერიკ ბერნშტეინი გერმანიის კანცლერმა მიიღო“.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ცხოვრობდა გერმანიაში, ინარჩუნებდა მუდმივ კავშირს ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან. 1930 წლის 14 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო ბერლინში გამართულ ნოე რამიშვილის გასახსენებელ სამგლოვიარო კრებაში, სადაც დამსწრე საზოგადოებას ვრცელი სიტყვით მიმართა. გარდაიცვალა ბერლინში

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, თბ., 2016;
  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 108;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920, №228.
  • ჟურ. „დამოუკიდებელი საქართველო“, 1930.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები