ესავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰენდრიკ ტერ ბრუგენი, ესავი თმობს პირმშოობის უფლებას ოსპის შეჭამდზე

ესავი - ძველი აღთქმის პერსონაჟი ისაკისა და რებეკას შვილი, იაკობის ტყუპისცალი და ედომელების წინაპარი.

ისაკს ტყუპისცალები შეეძინა - ესავი და იაკობი. ესავმა პირველად გამოაღო საშოს კარი. იგი ბანჯგვლიანი იყო, იაკობი - სრული კაცი. ესავი მონადირე გამოვიდა, ველების კაცი, იაკობი - კარვებში მცხოვრები (დაბ. 25:27). ესავმა თავისი დედის რებეკას ეშმაკობით დაკარგა პირმშოობის უფლება, რისთვისაც თავის ძმის იაკობის მოსისხლე მტრად იქცა, ძმები შერიგდნენ მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ესავისგან დევნილი იაკობი ქალდეადან დაბრუნდა, ესავი დასახლდა სეყირის ქვეყანაში და ედომელთა მამამთავარი გახდა, შემდეგ ესავის სახელი ბიბლიაში გვხვდება როგორც ხალხის და ადგილის დასახელება, მაგ ესავის გორა, ესავის სახლი.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები