ეჩო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეჩო

ეჩო - ხის მოხელის სათლელი იარაღი. ყოფაში გავრცელებულია სინონიმები:

  • ეჩო (ქართლ. კახ.),
  • ხელეჩო // ღორეჩო (იმერ.),
  • ღორაჩო (ქიზ.),
  • ეჩუა (გურ.),
  • ქესარი (აჭარ.),
  • ეჩვაი // ხელეჩვაი (ფშ.),
  • ქოთქოთო და ა.შ.

შედგება ლითონის პირისა და ხელტარისაგან, არის პატარა ეჩო - ხელეჩო და დიდი - თოხეჩო, ფეხეჩო, მძიმე ეჩოები. ეჩო თავისკენ მიითლის ნაფოტს და მთლელისკენ ისვრის. რაც თავისებურად არის ასახული ხალხურ სიტყვიერებაში: „...განა კაცი ეჩო არის, სულ თავისკენ მიითლიდეს“.

გ.გ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები