ვაზნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაზნა - ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალა, რომელშიც ტყვია (ჭურვი), აალების საშუალება და სასროლი მუხტი მასრაში ერთადაა მოთავსებული. ასეთ ვაზნას ხანდახან ეძახიან უნიტარულს. შესაძლებელია უმასრო ვაზნის გამოყენებაც, რომელსაც აქვს საკმაოდ მყარი და თერმომედეგი სატყორცნი მუხტი.

განასხვავებენ სასროლი იარაღის და საარტილერიო ვაზნებს, რომლებსაც შეიძლება მივაკუთვნოთ მცირეკალიბრიანი (20-57მმ) უნიტარული დატენვის საარტილერიო გასროლა.

ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა არის პისტოლეტის (პისტოლეტებისთვის და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევისთვის), რევოლვერის, შაშხანის (შაშხანებისთვის, კარაბინებისთვის, ხელის და დაზგის ტყვიამფრქვევებისთვის) და ავტომატის (ავტომატებისთვის, საიერიშო შაშხანებისთვის, კარაბინებისთვის და ხელის ტყვიამფრქვევებისთვის).

ვაზნების ცალკე ნაირსახეობას შეიძლება მივაკუთვნოთ სანათი, სანათი-სასიგნალო და სასიგნალო, ასევე სპორტული და სანადირო იარაღის ვაზნები.

ვაზნა გაჩნდა XVII საუკუნეში. პირველი უნიტარული ვაზნები ქაღალდის მასრებით ნემსიანი თოფისთვის გამოჩნდა 1840 წელს პრუსიაში, ფოლადის ვაზნებით კი XIX საუკუნის 60-იან წლებში აშშ-ში. საარტილერიო ვაზნების მასობრივი გავრცელება XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები