ვარაზ-ბაქარი მირდატის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარაზ-ბაქარი - ოცდამეშვიდე მეფე ფარნავაზის შემდეგ. ვარაზ-ბაქარი მეფობდა 379-394 წ.წ. ეს მეფე „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით უზნეო მეფე იყო, „არა-სადა აღაშენა ეკლესია და არცა ჰმატა აღშენებულსა და ყოვლითა იქცეოდა უშჯულოდ“ („ქ. ცხ.“ ტ. I., გვ. 105). ვარაზ-ბაქარს ორი ცოლი ჰყავდა. ორივე მირიან მეფის შვილიშვილის შვილები იყვნენ: ერთი რევის შვილიშვილი იყო, რომლისგანაც შეეძინა პეტრე-იბერი, შემდეგ კიდევ ორი ვაჟი მირდატი და თრდატი. მეორე ცოლი იყო მირიან მეფის ასულის შვილიშვილი პეროზ მეფისაგან. მისგან ვარაზ-ბაქარს ჰყავდა ერთადერთი ვაჟი - ფარსმანი.

ვარაზ-ბაქარის ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა ავდიმ სპარსეთში გადაწვა ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარი, რის გამოც სპარსელები აუჯანყდნენ ქართველებს. სპარსეთი დიდი ჯარით შემოვიდა საქართველოში, დაარბია თბილისი და ააგო შურისციხე ანუ ნარიყალა. ვარაზ-ბაქარმა სპარსელების შიშით ჯვარ-ხატები გადამალა და თვითონ მთაში გაიხიზნა. ამ სიტუაციით ისარგებლა საბერძნეთმა და საქართველოს წაართვა ჯავახეთი და კლარჯეთი. ბოლოს ვარაზ-ბაქარმა თავს იდო სპარსეთის უზარმაზარი ხარკის გადახდა, სპარსეთს დაუთმო რანი და მოვაკნი და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა საქართველო სპარსეთმა, ნარიყალა კი ვარაზ-ბაქარს გადასცა.

ამ არეულობაში მოკვდა ვარაზ-ბაქარი და რადგანაც შვილები მცირეწლოვანები ჰყავდა, გამეფდა მისი სიმამრი თრდატი, რევ მეფის შვილი.


წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები