ვარიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარიანი - მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის ვაკეზე, მდ. ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, გორი-ნიქოზი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე, გორიდან 12 კმ.-ზე.

წყაროებში ვარიანი პირველად იხსენიება 1656 წ. საბუთში როსტომ მეფის (1632-1658) მიერ მაჩაბლებისათვის მამულის გადაცემის შესახებ (ქართულ-სპარსული ... 1984: 25). 1712 წ. ვახტანგ VI-მ (1716-1724) ურბნელ ეპისკოპოსს განუახლა ვარიანის შეწირულობის სიგელი (ქრონიკები 1967: 45).

ვარიანი უძველესი დროიდან უნდა ყოფილიყო დასახლებული. ფერდალურ ხანაში სოფელი და მისი შემოგარენი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქართლის ეკონომიურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. აქ განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ვარიანი წარმოადგენდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს საქართველოში შემოსული მტრის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები