შერვაშიძე ვარლამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვარლამ შერვაშიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარლამ შერვაშიძე

შერვაშიძე ვარლამ ალექსანდრეს ძე, (მეტსახელი: ძიკი) - (დ. - 1888, სოფ. ბედია - დ. - 13.IV.1957) - სოციამ-დემოკრატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

სწავლობდა სოხუმის სასწავლებელში, შემდეგ კი უმაღლესი განათლება მიიღო ხარკოვის უნივერსიტეტში. რამდენჯერმე დააკავეს, რადგან მარქსისტული ორგანიზაციის წევრი იყო. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ აფხაზეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე გახდა, 1919 წლის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა და ბათუმში დარჩა ექიმად სამუშაოდ. მომდევნო წლებში რამდენჯერმე დააკავეს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით. 1951 ეკავა აფხაზეთის ასსრ სახალხო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი.

მანუჩარ გუნცაძე

ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016;
  • ალ. ბენდიანიშვილი, საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921), თბ., 2001.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები