არწრუნი ვასაკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვასაკ არწრუნი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვასაკ არწრუნი - თბილისის ამირა XII ს-ის 40-50-იანი წწ.; გიორგი III-ის თანამედროვე, კაინისა და მაჰკანაბერდის ოლქების მფლობელი. ვასაკი და მისი ძმა ქურდ არწრუნი ეკუთვნოდნენ არწრუნი ნახარარების იმ შტოს, რომელიც დავით აღმაშენებელმა ჩრდილო სომხეთში გადმოასახლა და მანკაბერდი და ახპატი უწყალობა. ამ საგვარეულოს ძლიერი კავშირები ჰქონდა იმდროინდელი სომხური ქალაქების ფინანსურ წრეებთან, რის გამოც სამეფო კარი დაინტერესებული ყოფილა ამ საგვარეულოს წარმომადგენელთა დანიშვნით თბილისის ამირას თანამდებობაზე. დემეტრე I-ის მეფობის დასასრულს თბილისის ამირად ჩანს ვასაკ არწრუნი. მხითრ გოშის მიხედვით, იგი დავით დემეტრეს ძის მომხრეთა და გიორგი მეფის მიერ შერისხულთა შორის ჩანს. სამეფო კარზე მისი გავლენის შესუსტება, როგორც ირკვევა, ორბელთა ძლიერი საგვარეულოს „დამსახურება“ იყო. ვასაკი თავის ძმასთან ერთდ თეოდოსიოპოლში (კარნუ ქალაქი) გაქცეულა. აქ იგი კარგად მიუღია კარნუ ქალაქის გამგებელ ამირა სალდუხს. რამდენიმე ხანში ვასაკი იქვე გარდაცვლილა. მისი დროშა, საყვირი და გამგებლობა მიუციათ მისივე ძმის ქურდისათვის.



წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები