ვასაძე აკაკი (1899-1978)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკაკი ვასაძე

ვასაძე აკაკი ალექსის ძე - (6.VIII.1899, ქუთაისი - 23.III.1978, თბილისი) - ქართველი მსახიობი, რეჟისორი. 1916 ქუთაისის თეატრში დაიწყო სასცენო მოღვაწეობა.

სარჩევი

ბიოგრაფია

1917 დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1918-1920 წლებში სწავლობდა თბილისში, ჯაბადარის დრამატულ სტუდიაში და თამაშობდა სხვადასხვა როლებს ქართული კლუბის სცენაზე. მაგ. 5.III - შალვა დადიანის კომედიაში „გუშნდელნი“; 11.III - „სიზმარი კოშკში“ და დრამა-ლეგენდაში „ღალატი“; 18.III – 3-მოქმედებიან დრამში „ივერიძის ოჯახი“. 1920-1958 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში.

1923 წლიდან თანამშრომლობს კინოში. 1924 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას (1947 წლიდან პროფესორი). 1926 წლიდან იწყებს რეჟისორულ მოღვაწეობასაც. 1935-1955 წლებში იყო რუსთაველის თეატრის, ხოლო 1958-1968 წლებში ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1969 წლიდან - რუსთავის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. გამოირჩეოდა დახვეწილი აქტიორული ტექნიკით, როლში გარდასახვის უნარით, ღრმად სწვდებოდა თავისი სცენური გმირების სოციალურ და ფსიქოლოგიურ არსს. იყო ფართო დიაპაზონის მსახიობი. საბჭოთა დროიდან იყო არაერთი ჯილდოსა თუ ორდენის მფლობელი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მერაბ გეგია

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994;
  • გ. ბუხნიკაშვილი, აკაკი ვასაძე, თბ., 1960;
  • ე. გუგუშვილი, თეატრალური პორტრეტები (რუსულ ენაზე),თბ., 1968;
  • დ. ჯანელიძე, მსახიობი, თბ., 1958;
  • გაზ. სახალხო საქმე, 1920, №770, №775, №781.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

აკაკი ვასაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები