ვასაძე ლევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევან ვასაძე

ვასაძე ლევან – (1970), ბიზნესმენი, მწერალი, პუბლიცისტი. დაიბადა თბილისში. 1992 წელს დაამთავრა თსუ-ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, 1995 წელს – ქალაქ ატლანტის (აშშ) ემორის უნივერსიტეტის რობერტო გიოზუეტას სახელობის ბიზნეს-სკოლა. სხვადასხვა დროს (1997-2007) სწავლობდა და გადიოდა ტრენინგებს ნიუ-იორკის შტატის სენტ-ლოურენსის, ვაშინგტონის, მოსკოვის წმინდა ტიხონის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტებში. არის პუბლიცისტური და ლიტერატურული სტატიებისა და ესეების ავტორი. 2010 წელს მისი ძალისხმევით კიკეთში დაარსდა სარაგბო კლუბი „იუნკერები”. 2017 წელს გამოსცა ლექსების კრებული.


* * * (ფრაგმენტი)
ბედნიერებამ მითხრა – ნუ მეძებ
შენი შვილების თვალებში მნახე...
ნაზი სამშობლოს უხლებ ველებზე
ნაწვიმარ სიოდ გამომიძახე.
შემხვდი შავი ზღვის ნაჩურჩულებთან,
სადაც კოლხეთი შეხვდა დიაოხს,
სადაც შორს წასულს ლოდინს ურეკდა
ტალღებს მომდგარი მთების ფრიალო.
მნახე კახეთის უდრეკ დგომაში,
მთვარისფერ ვაზის ფოფინა ჩრდილში,
თრიალეთს მომწყდარ შემოდგომაში
და ჭირნახულის ჟივილ-ხივილში.
დაზამთრებული გურიის მთებში,
ხელიხელ ნაკრეფ ჩხავერის ტკბილში,
საგაზაფხულედ მზა ნადურებში
და კრიმანჭულის ჭირზე სიცილში.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები