ვეზირიშვილი ირაკლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეზირიშვილი ირაკლი იოსების ძე - (1.VIII.1866 -?) - გენერალი.

სარჩევი

განვლილი ცხოვრების მთვარი ეტაპები

  • დაამთავრა ჯერ თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ კონსტანტინეს სახელობის მე-2 სამხედრო სასწავლებელი.
  • პოდპორუჩიკი (1886).
  • პორუჩიკი (1890).
  • შტაბსკაპიტანი (1900).
  • დაამთავრა ალექსანდრეს სახელობის სამხედრო-იურიდიული აკადემია. კაპიტანი (1901).
  • სამხედრო პროკურორის მოადგილე (1907).
  • პოდპოლკოვნიკი (1907).
  • 1907-1911 წლებში კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო გამომძიებელი.
  • პოლკოვნიკი (1911).
  • 1911 წლიდან კავკასიის სამხედრო ოლქის სასამართლოს სამხედრო პროკურორის თანაშემწე.

დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. ანას მე-2 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის.

1918-1921 წლებში იყო საქართველოს არმიის სამხედრო პროკურორი. გენერალი (1919).

მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

Русская армия в Великой войне http://www.grwar. ru/; М. Гогитидзе, Военная элита Кавказа т.I. 2007.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ირაკლი ვეზირიშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები