ვენესუელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროშა

ვენესუელა - (Venezuela – ვენესუელის რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში, კარიბის ზღვისა და ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება კოლუმბია, სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით – ბრაზილია, აღმოსავლეთით – გაიანა.

ფართობი - 916 ათ.კმ2.

მოსახლეობა - 29,2 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ესპანური.

დედაქალაქი – ქ. კარაკასი.

ადმინისტრაციულად იყოფა 22 შტატად, ფედერალურ დედაქალაქის ოლქად და ფედერალურ სამფლობელოებად (კუნძული კარიბის ზღვაში).

ვენესუელა ფედერალური რესპუბლიკაა.

სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია - პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანოა კონგრესი (ორპალატიანი პარლამენტი).

დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1811 წელს.

ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ნავთობის მოპოვება (მსოფლიოში მოწინავე ადგილი უკავია). სამხედრო მრეწველობა აწარმოებს ძირითადად საარტილერიო და ცეცხლსასროლ იარაღს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს; არემონტებენ მსუბუქ თვითმფრინავებს და მათ ძრავებს.

საზღვაო პორტებია: ლა-გუაირა, მარაკაიბო, პუერტო-კაბელიო, პუერტო-ლაკრუსი, პუნტო-ფიხო.

საერთაშორისო აეროპორტებია: კარაკასი, მარაკაიბო.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 83,1 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 63 ათ., სამხედრო-საზღვაო 18,3 ათ. და სამხედრო-საჰაერო ძალები 1,8 ათ. გასამხედროებული ფომირებებია ეროვნული გვარდია და ეროვნული მილიცია. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები