ვერტმფრენსაწინააღმდეგო თავდაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერტმფრენსაწინააღმდეგო თავდაცვა - ორგანიზაციული ღონისძიებების კომპლექსი და საბრძოლო მოქმედებები, რომელთა მიზანია მოწინააღმდეგის ვერტმფრენების აღმოჩენა და დაზიანება; ჯარების საჰაერო თავდაცვის შემადგენელი ნაწილი. ხორციელდება საბრძოლო მოქმედებების, ოპერაციებისა და ბრძოლის ყველა სახეობის, გადაადგილების, ადგილზე ჯარების განლაგების დროს.

ვერტმფრენსაწინააღმდეგო თავდაცვა მოიცავს:

  • მოწინაამდეგის საბრძოლო ვერტმფრენების, ტაქტიკური დესანტებისა და აერომობილური ჯგუფების აღმოჩენას ჰაერში და ამის შეტყობინებას ჯარებისათვის;
  • საბრძოლო ვერტმფრენების განადგურებას, ჩასაფრების ადგილებიდან მათი მოქმედების აღკვეთას;
  • ჯარების, განსაკუთრებით სატანკო შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების დაფარვას წინ წაწევისა და მანევრის შესრულების დროს;
  • ვერტმფრენებისთვის მოწინააღმდეგის ჯარების თანხლებისა და საცეცხლე მხარდაჭერის ჩაშლას;
  • ჰაერში მოწინააღმდეგის აერომობილურ ჯარებთან და დესანტებთან ბრძოლას;
  • ვერტმფრენებიდან დაზვერვის, მოწინააღმდეგის სახმელეთო ჯარების მოქმედებების მართვის აღკვეთას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები