ვერულაშვილი მარიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარიკა ვერულაშვილი

მარიკა ვერულაშვილი – დაიბადა 1971 წლის 19 მარტს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში.

განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1995).

სამუშაო გამოცდილება

  • საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა, პროგრამა „მაცნე“ კორესპონდენტი (1994-1997)
  • საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურა, პროკურორი (1997-2000)
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი (2000-2002)
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი (2001-2010)
  • თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პრესმდივანი (2002-2003)
  • საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე (2003-2004).

პარლამენტის წევრი

  • მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
  • მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
  • მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №16 ყვარლის საარჩევნო ოლქი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები