ვითარება (სამხედრო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვითარება - იმ ფაქტორების და პირობების ერთობლიობა, რომელშიც ოპერაცია (ბრძოლა) მზადდება და წარმოებს. მათგან ძირითადია:

  • მოწინააღმდეგის ჯარების (ძალების) შემადგენლობა, დაჯგუფება და მოქმედებების ხასიათი;
  • საკუთარი ჯარების (ძალების) განლაგება, მდგომარეობა, გადასაწყვეტი ამოცანები, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
  • მეზობლების განლაგება და მოქმედება;
  • ადგილმდებარეობის ხასიათი;
  • კლიმატური და ჰიდრომეტეოროლოგიური პირობები;
  • წელიწადის და დღე-ღამის დრო;
  • საბრძოლო მოქმედებებისთვის მზადების და ამოცანების შესრულების ვადები.

მასშტაბის მიხედვით ვითარება შეიძლება იყოს ტაქტიკური, ოპერატიული ან სტრატეგიული.

სარჩევი

ოპერატიული ვითარება

ოპერატიული ვითარება გაერთიანების და მისი მეზობლების მოქმედების ზოლში ან საზღვაო-საოპერაციო ზონაში გარკვეული დროისთვის ყალიბდება. ოპერატიული ვითარების გათვალისწინებით იგეგმება ოპერაცია, რომელიც მიზნების მისაღწევად ჯარების (ძალების) მოქმედების ხასიათს და ხერხებს განსაზღვრავს.

სტრატეგიული ვითარება

სტრატეგიული ვითარება ყალიბდება ომში, საომარი მოქმედებების თეატრში (ომის თეატრში) ან სტრატეგიულ მიმართულებაზე გარკვეული დროისთვის. ფასდება საომარი მოქმედების თეატრში სახელმწიფოს უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ, ხოლო შეიარაღებული ძალების და საომარი მოქმედებების თეატრში - მთავარსარდლობის მიერ.

სტრატეგიულ ვითარებაზე განმსაზღვრელ გავლენას ახდენს მეომარი სახელმწიფოების პოლიტიკური ვითარება, ეკონომიკური მდგომარეობა, მათი შეიარაღებული ძალების შემადგენლობა და ბრძოლისუნარიანობა.

იმ გარემოს მიხედვით, რომელშიც წარმოებს საბრძოლო მოქმედებები, განასხგანასხვავებენ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სტრატეგიული ვითარებას. ზოგადი ვითარების ელემენტებია: ბიოლოგიური, საინჟინრო, ყინულოვანი, სამედიცინო, ნაღმური, საზღვაო, სანავიგაციო, რადიაციული, რადიოელექტრონული, ტექნიკური, ლოგისტიკური, ქიმიური, ელექტრომაგნიტური, ეპიდემიური, ეპიზოოტიური ვითარება.

ჯარების (ძალების) ეფექტიური მართვის მიზნით სარდლები (მეთაურები) და შტაბები გამუდმებით აწარმოებენ ვითარების ამსახველი ცნობების მოპოვებას ყველა შესაძლო ხერხით, სწავლობენ და აფასებენ მათ. ვითარების შეფასებიდან გაკეთებული დასკვნები ხდება საფუძველი ოპერაციის (ბრძოლის) წარმოების გადაწყვეტილების მისაღებად და საბრძოლო მოქმედების ამოცანების დასაზუსტებლად. მანევრებზე, ტაქტიკურ სწავლებებსა და მეცადინეობებზე სასწავლო საკითხების დასახვეწად ხელმძღვანელობა რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ სასწავლო ვითარებას ქმნის.

ტაქტიკური ვითარება

ტაქტიკური ვითარება ყალიბდება შენაერთის (ნაწილის, ქვედანაყოფის) და მისი მეზობლების ბრძოლისთვის მზადების და ბრძოლის წარმოების ზოლში (მონაკვეთზე, რაიონში).

ტაქტიკური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკურ ზონაში მოწინააღმდეგის განადგურების ხასიათი და ხერხები.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები