ვილდრაკი შარლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შარლ ვილდრაკი

ვილდრაკი შარლ - (ფრ. VILDRAQUE CHARLESю 1884 - 1971). XX საუკუნის ფრანგი პოეტი და დრამატურგი.

ბიოგრაფია

შარლ ვილდრაკი დაიბადა 1884 წელს. იგი იწყებდა როგორც უნამისტური მქადაგებელი პაციფისტური გამოსვლებით ხალხთა ძმობაზე. უახლოვდება ფრანგული ინტელიგენციის მემარცხენე ფრთას და ომისშემდგომ წლებში ერთიანდება ჯგუფ კლარტში. ვილდრაკი თანამიმდევრულია თავის დემოკრატიულ ძიებებში. მისი მოღვაწეობა, როგორც დრამატურგისა, მიეკუთვნება 20-იან წლებს. 30-იან წლებში იგი ემხრობა რევოლუციური მწერლების ასოციაციას, ორჯერ ჩადის საბჭოთა კავშირში (1929-1935 წლებში), აღფრთოვანებულია საბჭოთა თეატრალური ხელოვნებით. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში წინააღმდეგობის აქტიური მონაწილე და სიცოცხლის ბოლომდე პროგრესული იდეების მომხრეა.

ფრანგული თეატრის ისტორიაში საკუთარ ადგილს 20-იანი წლების ადრეული პიესებით იკავებს. ვილდრაკის ყველაზე ცნობილი ქმნილებაა „გემი ტონესიტი“ (1919), რომელიც 1920 წელს დაიდგა ჟაკ კოპოს თეატრში, ისევე როგორც „ძველი სამტრედე“, რომელიც თეატრალურ მოვლენად იქცა. პიესა გამოირჩევა უჩვეულო სისადავით. ავტორის ყურადღება გამახვილებულია ორი ჩვეულებრივი ყმაწვილის შინაგანი სამყაროს სიღრმისეულ გახსნაზე, რომლებიც დემობილიზებულნი არიან და სამუშაოდ კანადაში წასასვლელად ეწერებიან. „გემი ტონესიტი“ პიესაა თაობაზე, რომელიც დაზარალდა ომში და ვერ პოულობს საკუთარ ადგილს ომისშემდგომ საფრანგეთში. მიუხედავად განსხვავებული ხასიათებისა, ბასტიანი და სეგარი ერთი ბედის ადამიანები არიან. ორივეს უყვარს ცხოვრება, არიან მამაცნი და მხოლოდ ერთი სურვილი აქვთ - იშრომონ თავისუფლად. დრამის კონფლიქტია შეურიგებელი შეტაკება უბრალო მშრომელი ადამიანისა ტყუილზე აწყობილ საზოგადოებასთან. ვილდრაკი არანაირ პროგრამას არ გვთავაზობს. არამდგრადი ბასტიანი პარიზში რჩება, სეგარი კი მარტო მიცურავს ბედნიერების საძებნელად უცხო მხარეში. დრამის სახელწოდება სიმბოლურია - გემზე „სიმტკიცე“ და „შეუვალობა“ მიდის სეგარი სამყაროში, სადაც მას ელოდება ახალი განხიბლვა და მძიმე შრომა.

თემატურად და მხატვრულად ვილდრაკი პრინციპულად გამოირჩევა თავის თანამედროვეთა უმრავლესობისგან. იგი სერიოზულად გადააფასებს ტრადიციული ფრანგული დრამატურგიის მხატვრული ხერხების არსენალს, რითაც უფრო მეტად ფრანგული რევოლუციური თეატრის ფრთას მიეკუთვნება.

ვილდრაკი 1971 წელს გარდაიცვალა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები