ვირსალაძე ელისო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელისო ვირსალაძე

ვირსალაძე ელისო კონსტანტინეს ასული - (14. IX. 1942, თბილისი), ქართველი პიანისტი. საქართველოს (1974) და სსრკ (1989) სახალხო არტისტი. ა. ვირსალაძის შვილიშვილი და მოწაფე.

1964 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. ასპირანტურის კურსი გაიარა მოსკოვის კონსერვატორიაში პროფესორ. ი. ზაკის ხელმძღვანელობით. ვირსალაძე მსოფლიო ახალგაზრდობის ვენის მუსიკის ფესტივალის ლაურეატია (1959). ვირსალაძის ხელოვნებამ ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. იგი მოსკოვის საკავშირი (1961, III, პრემია) და ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო (1962, III, პრემია) კონკურსების, აგრეთვე ცვიკაუს (გდრ) შუმანის სახელობის საერთაშორისო კონკურსის (1966, I, პრემია) ლაურეატია.

ვირსალაძე თანამედროვეობის გამოჩენილი პიანისტია, მისი შესრულება გამოირჩევა უმაღლესი მუსიკალური კულტურით, ვირტუოზული ტექნიკითა და არტისტიზმით. მისი რეპერტუარი ფართო და მრავალფეროვანია. გასტროლებს მართავს უცხოეთში. თანამშრომლობს მსოფლიოს გამოჩენილ დირიჟორებთან. ვირსალაძემ 1982 ქ. თელავში დააარსა კამერული მუსიკის სემინარ-ფესტივალი „ქება ვაზისა“ (ჩატარდა ხუთჯერ) ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით. 1967-იდან ვირსალაძე ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის კონსერვატორიაში. იგო მოსკოვის (1979-იდან), და მიუნხენის (1993-იდან) კონსერვატორიის პროფესორია. სისტემატურად მართავს კონცერტებს საქართველოში. მსოფლიოს მუსიკალურ საზოგადოებრიობაში სარგებლობს მაღალი შემოქმედებითი ავტორიტეტით. ვირსალაძე შ. რუსთაველისა (1983) და ზ. ფალიაშვილის სახელობის (1991) პრემიების ლაურეატია. (გ. ტორაძე)


იხილეთ აგრეთვე

ელისო ვირსალაძე

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები